“ლაგუნ აროს” 2–ქულიანი მოგება და ცქიტიშვილის 2–2 ქულა–მოხსნა

“ლაგუნ აროს” 2–ქულიანი მოგება და ცქიტიშვილის 2–2 ქულა–მოხსნა

ქართველ ლეგიონერთაგან ყველაზე ადრე ტურის მატჩის თამაში ნიკა ცქიტიშვილის „ლაგუნ აროს“ მოუხდა. პარასკევს ესპანური პრიმერადივიზიონის ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს სან სებასტიანის „ლაგუნ არო“ და „ბილბაო“ შეხვდნენ. შეხვედრა მასპინძლეთა გამარჯვებით, 80:78 დასრულდა.
 
ქართველმა ლეგიონერმა ამ შეხვედრაში 18,33 წუთი ითამაშა და მოედანი 2 ქულით დატოვა. ცქიტიშვილმა თითო სამქულიანი და ორქულიანი ააცილა, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან ორივე ჩააგდო. ცქიტიშვილმა 2 ქულასთან ერთად 2 მოხსნაც მიითვალა.
 
ამ გამარჯვებით „ლაგუნ არომ“ ცხრილში მე–4 ადგილზე გადაინაცვლა. სან სებასტიანელებს 5 მოგება და 2 მარცხი აქვთ. დღეს პრიმერადივიზიონში ქუიონტონ ჰოსლის „ხუვენტუდი“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს, დანარჩენი მატჩები კი კვირას გაიმართება.
 

ნიკოლოზ ცქიტიშვილი