ლატვიამ საფრანგეთს მოუგო და საქართველოსთვის ემზადება

ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე, დღეს ქართველებისგან ჩეხების დამარცხების შემდეგ მასპინძლები საფრანგეთის ფავორიტად მიჩნეულ ნაკრებს შეხვდნენ და ისე მოუგეს, საკუთარი უპირატესობა ეჭვქვეშ წუთით არ დაუყენებიათ.შინაური კედლები რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია, ეს ყველამ იცის, მაგრამ ეს თუ ასე დაეხმარებოდა ლატვიას, ალბათ ცოტა თუ მოელოდა. ერთიცაა, ეს ხომ ამხანაგური მატჩებია და მის შედეგს მნიშვნელობას ნაკლებად თუ აქცევენ.ისევე როგორც საქართველოსთან, არც ლატვიატთან ყოფილა ხუთეულში ფრანგების მთავარი იმედი ტონი პარკერი. ის მეორე მეოთხედში გამოჩნდა მოედანზე და გვარიანად ჩამორჩენილ თავისიანებს ვერაფერი უშველა.

ლატვიელმა ანდრის ბიედრინსმა ფრანგებს დიდი პრობლემები შეუქმნა
საბოლოოდ ლატვიელებმა დამაჯერებლად გაიმარჯჯვეს და 27 აგვისტოს საქართველოსაც თუ მოუგებენ, ტურნირის უპირობო გამარჯვებულები იქნებიან. თუკი ქართველებმა მოიგეს, რიგის საერთაშორისო ტურნირის საუკეთესო გუნდი ბურთების შეფარდებით გამოვლინდება. თუკი ამავე დღეს ფრანგები ჩეხებს მოუგებენ, მაშინ სამივე გუნდი _ საქართველო,საფრანგეთი და ლატვია _ თანაბარი ქულებით დაასრულებენ რიგის საერთაშორისო ტურნირს.საქართველოსა და ლატვიის ფინალის ტოლფასი მატჩი 27 აგვისტოს თბილისის დროით 19:30 დაიწყება.                                             ლატვია 84:67 საფრანგეთილატვია: იანიჩენოკსი (17), ბიედრინსი (15 ქულა, 13 მოხსნა), ბერზინსი (15), უმბრასკო (13), გარბანასი (8), ვესელოვსი (6), ვიტოლსი (5), ბლუმსი (2), კიპრუსი (2), ჰელმანისი (1), იურევიჩუსისაფრანგეთი: პარკერი (13), ტურიაფი (12), დე კოლო (12), დიავარა (11), მარკიზი (6), კირკსაი (6), სოლიმანი (4), გრადი (3), ბოკოლო, ბრუნი
                         
ლატვია                    2     2     0     154:122    4
საფრანგეთი                2     1     1     157:153     3
საქართველო               2     1     1     143:158     3
ჩეხეთი                    2     0     2     123:144     2