ლატვიის ბელგიასთან მარცხმა უკრაინა მეოთხედფინალში გაიყვანა

ლატვიის ბელგიასთან მარცხმა უკრაინა მეოთხედფინალში გაიყვანა

ევროპის ჩემპიონატის მეორე ჯგუფურ ეტაპზე ერთი რამ დარჩა გასარკვევი: რომელი
გუნდი იქნება მეოთხედფინალის ბოლო მონაწილე – ესპანეთი თუ საბერძნეთი? 7 გუნდი უკვე
ცნობილია და ესენი არიან: სლოვენია, ხორვატია, იტალია, სერბეთი, ლიტვა, იტალია და
უკრაინა.
ამ უკანასკნელმა მეოთხედფინალის საგზური გუშინ მოიპოვა, თუმცა ეს პირადი
მოგების ხარჯზე არ მოუხერხებია. უკრაინის ბედი ლატვიის ხელში იყო, რომელიც ბელგიას
ხვდებოდა და მოგების შემთხვევაში მეოთხედფინალში გადიოდა, წაგებით კი პლეი ოფის
საგზური უკრაინას ხვდებოდა. ასეც მოხდა: ლატვიელებმა უიმედოდ მყოფ ბელგიას
საციცოცხლო მნიშვნელობის მატჩი ვერ მოუგეს და ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობნენ.

ნენად
კრსტიჩმა ფრანგებს ბევრი პრობლემა შეუქმნა
გუშინდელ სხვა მატჩებს პლეი ოფში გასვლის კუთხით დატვირთვა არ ჰქონია.
ლატვიის წაგების შემდეგ უკრაინა პლეი ოფში გასული იყო და ლიტვასთან მაინც ბოლომდე
იბრძოლა, თუმცა მოგებამდე ვერ მივიდა – 63:70 წააგო. პირველი ადგილის განმსაზღვრელ
მატჩში სერბეთმა საფრანგეთს 77:65 მოუგო. ფრანგებმა ევრობასკეტზე უკვე მე-3 მატჩი
წააგეს, თუმცა პლეი ოფამდე მაინც მივიდნენ და მათთვის მთავარი ბრძოლა ახლა
იწყება.
დღეს ბოლო
ტურის 3 მატჩი F ჯგუფში გაიმართება. საბერძნეთმა ხორვატიასთან რომ წააგოს, ესპანეთი
მეოთხედფინალის საგზურს ინაღდებს. არადა, ესპანეთი იტალიის ძლევით მაინც გადის პლეი
ოფში.სლოვენია კი ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად ფინეთს შეხვდება. ჯგუფში
პირველობა მასპინძლებს მეოთხედფინალში შედარებით სუსტ უკრაინას
არგუნებს.
 
E
ჯგუფი. 15 სექტემბერი
ლატვია – ბელგია                  
56:60
უკრაინა – ლიტვა                  
63:70
სერბეთი – საფრანგეთი        77:65
საბოლოო ცხრილი

1.

სერბეთი

5

4/1

371/343

9
2.

ლიტვა

5

4/1

355/314

9
3.

საფრანგეთი

5

3/2

388/380

8
4.

უკრაინა

5

2/3

325/364

7
5.

ბელგია

5

1/4

318/358

6
6.

ლატვია

5

1/4

362/360


F
ჯგუფი.
16 სექტემბერი. თბილისის დრო
ხორვატია – საბერძნეთი       
16:30
იტალია – ესპანეთი               
19:45
სლოვენია – ფინეთი              
23:00

1.

სლოვენია

4

3/1

309/287

7
2.

ხორვატია

4

3/1

280/273

7
3.

ესპანეთი

4

2/2

294/253

6
4.

იტალია

4

2/2

288/276

6
5.

საბერძნეთი

4

1/3

293/315

5
6.

ფინეთი

4

1/3

249/309