ესპანეთის პრიმერადივიზიონი
პლეი ოფში მოსახვედრად მებრძოლმა ნიკოლოზ ცქიტიშვილის „ფუენლაბრადამ“ მორიგი ტურის, ვალენსიაშ გამართული შეხვედრა 71:84 წააგო და საუკეთესო ტვეულში გასვლის შანსი შეიმცირა.
ქართველმა ლეგიონერმა 17 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 8 ქულა და ერთადერთი მოხსნა მიითვალა. ნიკამ 3–დან 2 სამქულიანი და 2–დან ორივე საჯარიმო ჩააგდო.
ვალენსიელთა გუნდის წევრია საქართველოს ნაკრების მოთამაშე თორნიკე შენგელია, მაგრამ იგი ამ ბოილო ხანებში ახალგაზრდულ გუნდშია დაკავებული და პრიმერადივიზიონში აღარ ჩანს.
„ფუენლაბრადას“ 9 გამარჯვება აქვს 14 მარცხის წილ და მე–13 ადგილზე იმყოფება.
პოლონეთის უმაღლესი დივიზიონი
ზედიზედ მე–5 გამარჯვება მოიპოვა გიორგი ცინცაძის „სოპოტმა“ და მეოთხე ადგილზე გადავიდა. სოპოტელთა მორიგი მსხვერპლი „პოზნანი“ გამოდგა, რომელიც ცინცაძის გუნდმა შინ 89:83 დაამარცხა.
ქართველი უკანახაზელი მოედანზე 18 წუთით გამოჩნდა და 7 ქულა, 5 პასი, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. ცინცაძემ 3 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, ხოლო 6 საჯარიმოდან 5 გამოიყენა.
გერმანული ბუნდესლიგა
გიორგი გამყრელიძის „მიტელდოიჩერმა“ ბუნდესლიგის მორიგ ტურში გერმანიის ერთ–ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი „ალბა“ 71:69 დაამარცხა.
ქართველმა უკანახაზელმა 16,35 წუთი ითამაშა და მოედანი 5 პერსონალურის გამო დატოვა. თუმცა გამყრელიძემ 10 ქულის, 2 პასის, 3 მოხსნის და 1 ჩაჭრის მითვლა მოასწრო. მან 3–დან სამივე ორქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმოდან და სამქულიანი დისტანციიდან ერთნაირი შედეგიანობა გამოიჩინა 2–დან 1 ჩააგდო.
„მიტელდოიჩერს“ 13 მოგება და 12 წაგება აქვს და მე–10 ადგილზე იმყოფება. პლეი ოფში კი საუკეთესო 8 გუნდი გადის.
ადრიატიკის ლიგა
ვლადიმერ ბოისამ მცირე ტრავმის გამო ბელგრადში „ჟელეზნიკის“ წინააღმდეგ არ ითამაშა, „ზადარმა“ კი დაძაბულ ბრძოლაში 81:83 წააგო.
ზადარელები ახლა მე–7 ადგილზე არიან და მათ პრაქტიკულად დაკარგეს პლეი ოფში გასვლის შანსი, სადაც საუკეთესო 4 გუნდი გადის.