გერმანული ბუნდესლიგა
გიორგი გამყრელიძის „მიტელდოიჩერი“ მორიგ ტურში „გოტინგენს“ ესტუმრა და დიდი სხვაობით – 63:89 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელი ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 28,37 წუთში 5 ქულა, ამდენივე პასი და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. გამყრელიძეს თამაშიდან ქულა არ მიუთვლია: 6 ცდიდან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა.
„მიტელდოიჩერს“ 14 მოგება და ამდენივე წაგება დაუგროვდა და მე–11 ადგილზე დარჩა.
ადრიატიკის ლიგა
დასრულდა ადრიატიკის ლიგის რეგულარული ჩემპიონატი. ვლადიმერ ბოისას „ზადარი“ პლეი ოფში ვერ გავიდა და ამ ბოლო ტურში მიღწეული გამარჯვებით ლიგიდან კარი გაიჯახუნა.
ზადარელები შინ ხორვატიულსავე „ზაგრებს“ ხვდებოდნენ და ამ უკანასკნელს რომ მოეგო, პლეი ოფში გადიოდა, თუმცა ვლადიმერ ბოისას გუნდმა მოინდომა და 72:65 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 19 წუთით ითამაშა და 2 ქულის მოგროვება შესძლო.
რაც შეეხება პლეი ოფში გასულებს, ესენი არიან: „ჰემოფარმი“, „ციბონა“, „პარტიზანი“ და „ოლიმპია“.
საბერძნეთის ჩემპიონატი
„პანათიუნაიკოსმა“ ტურნირის აუტსაიდერ „ილიაკოსს“ 110:81 მოუგო, ქართველ ცენტრi გიორგი შერმადინი“ კი განაცხადში არ ყოფილა.