ლევან ფაცაციას დებიუტი “ნიჟნი ნოვგოროდი” ვითიბი ლიგაზე შედგა

ლევან ფაცაციას დებიუტი “ნიჟნი ნოვგოროდი” ვითიბი ლიგაზე შედგა

ლევან ფაცაციას დებიუტი რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდ „ნიჟნი ნოვგოროდში“. ქართველმა ფორვარდმა რუსულ გრანდში პირველი თამაში ვითიბი ლიგაში, კრასნოდარის „ლოკომოტივ-ყუბანთან“ გამართა.
ნიჟნინოვგოროდელებმა ამჯერადაც იმრჯვეს და ვითიბი ლიგაში ლიდერობა გაიმყარეს. “ნიჟნი ნოვგოროდმა” არანაკლებ ძლიერი მეტოქე 71:60 დაამარცხა. ფაცაციას ახალ გუნდს ახლა უკვე 7-დან 7 გამარჯვება აქვს. ქართველმა ფორვარდმა სადებიუტო მატჩში 7:36 წუთი ითამაშა. იგი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და თითო ორქულიანი და სამიანი ააცილა.
ფაცაციას ანგარიშზე საბოლოოდ 1 მოხსნა და 1 პასი დაგროვდა. ქართველმა ლეგიონერმა 2 პერსონალური მიიღო, მასზე კი მეტოქეები ორჯერ დაჯარიმდნენ. ნოვგოროდელთა შორის საუკეთესო შედეგი ტრეი ტომპკინსმა დააფიქსირა, რომელმაც 12 ქულა და 11 ქულა დააგროვა. 16 ქულა ჰქონდა ტერენს კინსი, ხოლო დიმიტრი ხვოსტოვმა და ტეილორ როჩესტიმ 11-11 ქულა მიითვალეს.
მომდევნო მატჩს „ნიჟნი ნოვგოროდი“ 21 ნოემბერს იტალიაში, „დინამო სასარისთან“ გამართავს.