გასული დღეები 13-წლამდელთა მატჩებით დატვირთული იყო. თამაშები ზირითადად რეგიონებსი ჩატარდა. რამდენიმე დღეც და რეგულარული ჩემპიონატი დასრულდება, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი ჩემპიონობისთვის განაგრძობს ბრძოლას.
გამართული მატჩებიდან ძალიან საინტერესო და დაძაბული გამოდგა ცხრილის ლიდერების – „აკადემიასა“ და „ჰიუნდაის“ დაპირისპირება. შეხვედრის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ჰიუნდაელებმა მოახერხეს და მინიმალური სხვაობით გამარჯვება. ამ მოგებით „ჰიუნდაი“ დაკარგული ქულებით (ორივეს 3-3 წაგება აქვთ) „აკადემიას“ დაეწია. თუკი ეს გუნდები რეგულარულ ჩემპიონატს თანაბარი ქულებით დაასრულებენ, უპირატესობა „აკადემიას“ ურთიერთშეხვედრებში ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მიენიჭება.
ერთმა გუნდმა დაასრულა რეგულარული ჩემპიონატი. “გორმა” 22-ივე მატჩი ითამაშა – 18 მოიგო და 4 წააგო. გორელებს ცხრილში არც დაქვეითება ემუქრებათ და ვერც წინ წავლენ. შიდაქართლურმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატი მე-3 ადგილზე დაასრულა.
18 ივნისი, ქუთაისი
ქუთაისი – გორი 94:116 (21-28, 29-29, 26-28, 18-31)
ქუთაისი: დ. გვეტენაძე – 45 ქულა, გ. კენჭაძე – 17 ქულა, გ. ჭეიშვილი – 10 ქულა
გორი: გ. ხუბულაშვილი – 66 ქულა, მ.ჩადუნელი – 25 ქულა
18 ივნისი, რუსთავი
რუსთავი – კარდინალები 2 109:42 (27:12, 25:10, 24:8, 33:15)
რუსთავი: დ. ფუტკარაძე (23), ტ. არაბული (23)
კარდინალები 2: გ. გორგსაძე (14), ნ. ნიკოლაიშვილი (11)
19 ივნისი
გორი – თსსუ 84:59 (19-21, 23-18, 20-8, 22-12)
გორი: გ. ხუბულაშვილი – 24 ქულა, გ. ხორბალაძე – 24 ქულა, მ. ჩადუნელი – 17 ქულა
თსსუ: დ. კეკელიძე – 23 ქულა, ს. მდივანი – 16 ქულა
ქუთაისი – აკადემია 100:124 (24:41, 26-26, 26-38, 24-19)
ქუთაისი: გ. კენჭაძე – 37 ქულა, გ. ჭეიშვილი – 19 ქულა, ზ. ბოჭორიშვილი – 15 ქულა, დ. გვენეტაძე – 12 ქულა, ლ. მამაგეიშვილი – 11 ქულა
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე – 27 ქულა, ო. პერტაია – 23 ქულა, ს. გეგუჩაძე – 21 ქულა, ლ. მაზიაშვილი – 15 ქულა, მ. ზურაბაშვილი – 14 ქულა
20 ივნისი
აკადემია – ჰიუნდაი 86:87 (15-26, 23-18, 22-23, 26-20)
აკადემია: გ. კვაჭანტირაძე – 25 ქულა, ო. პერტაია – 17 ქულა, კ. ჟღენტი – 14 ქულა, ლ. მაზიაშვილი – 14 ქულა, ს. გეგიჩაძე – 10 ქულა
ჰიუნდაი: ნ. აბაშიძე – 31 ქულა, ლ. წენგუაშვილი – 27 ქულა, გ. გოგიტაშვილი – 19 ქულა
კარდინალები 2- დინამო 27:88 (1-26, 3-15, 9-24, 14-23)
კარდინალები 2: გ. გორგაძე – 7 ქულა
დინამო: დ. ოდიშელიძე – 16 ქულა, გ. სადღობელაშვილი – 14 ქულა, ც. ცარციძე – 12 ქულა, ბ. თორთლაძე – 11 ქულა
მართვე – კარდინალები 47:34 (8-8, 11-8, 14-5, 14-13)
მართვე: ნ. ნადარეიშვილი – 28 ქულა
კარდინალები: ლ. ტალახაძე – 10 ქულა