ლიტვა ისევ ფინალშია და ესპანეთს ხვდება

ლიტვა ისევ ფინალშია და ესპანეთს ხვდება

ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტიც ცნობილია. ესპანეთს, რომელმაც ნახევარფინალიდან მასპინძელი საფრანგეთი გამოაგდო, ჩემპიონობას ლიტვა შეეცილება. ბალტიურმა გუნდმა დაძაბულ ბროლაში ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სერბეთი 67:64 დაამარცხა და კონტინენტის პირველობის ფინალშიზედიზედ მეორედ გავიდა.

ლიტვა ის გუნდია, რომელმაც პლეი ოფის პირველ, მერვედფინლურ რაუნდში საქართველო 4 ქულით – 85:81 დაამარცხა. იმ მატჩს ბალტიელები უმეტესწლად აგებდნენ და რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. ლიტველებს ისეთივე წარმატებით შეეძლოთ ქართველებთან წაგება, როგორც მოიგეს. იმ გამარჯვების შემდეგ ლიტველებმა კიდევ 2 დაძაბული ჯახი გადაიტანეს – იტალიას ოვერტაიმში მოუგეს, ხოლო წუხელ სერბეთთან დრამატულ ფინალში 3 ქულით იმარჯვეს.
ლიტვა მოგებას იმსახურებდა, რადგან ევროპის ერთ-ერთ გრანდ სერბეთს ნიადაგ უგებდა და ისე გამართულად თამაშობდა დაცვა-შეტევაში, ალექსანდრ ჯორჯევიჩის გუნდს წარმატების შანსი არ მისცემია. ლიტვაში 15 ქულით იონას ვალანჩუნასი გამოირჩა, თუმცა საუკეთესო შედეგი მინდაუგას კუზმინსკასმა დააფიქსირა – 13 ქულა, 9 მოხსნა. 12 ქულით და 9 პასით მანტას კალნიეტისი გამოირჩა.
ამასობაში გაირკვა ის ბოლო გუნდი, რომელმაც ოლიმპიდის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. ესაა ჩეხეთი, რომელმაც 97:70 გაანადგურა ლატვია და ევრობასკეტზე მე-7 ადგილი დაიკავა.
ფინალურ მატჩში, 20 სექტემბერს, ერთმანეთს ლიტვა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან. ლიტვა ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლის პრიზიორია, ესპანეთი კი ბრინჯაოს მედლების მფლობელი.