ლიტვასთან გამარჯვება საინტერესო კადრებში (VIDEO)

რა ხდებოდა მატჩამდე და მატჩის შემდეგ – იხილეთ წარმოდგენილ ვიდეო-რგოლში, რომელშიც ლიტვასთან თამაშის ჰაილაითბთან ერთდ შესულია კადრები ეროვნული ნაკრების ავტობუსიდან და გასახდელიდან. ევროპის ერთ-ერთგრანდთან ჩვენმა ნაკრებმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და ეს წარმატება ღირსეულადაც აღნიშნა. მატჩის შემდეგ თელ ავივ არენასთან მობილიზებულნი იყვნენ ქართველი ჟურნალისტები და ქომაგები. ბევრი იყო ადგილობრივი ქართველი, რომლებიც ოვაციებით შეხვდნენ ნაკრების წევრებს. ზუროსის პათოსი ერთია: ეს იყო გემრიელი, მაგრამ ჩვეულებრივად 2 ქულის მომტანი გამარჯვება, რისი ემოციებიც დარბაზში უნდა დავტოვოთ და სრული კონცენტრაცია გავაკეთოთ მომავალ მატჩზე. წინ არანაკლებ რთული მატჩია – გერმნიასთან.