ლოს ანჯელესში მოგებულ მატჩს ზაზა ფაჩულიამ “დალასის” მფლობელთან ერთად, ტრიბუნიდან უყურა

ლოს ანჯელესში მოგებულ მატჩს ზაზა ფაჩულიამ “დალასის” მფლობელთან ერთად, ტრიბუნიდან უყურა

ზაზა ფაჩულიამ ზედიზედ მეორე შეხვედრა გამოტოვა. ფეხის ტრავმა, რომელიც „დალასის“ ქართველ ცენტრს აწუხებს, არაა სერიოზული და როგორც ამერიკულ პრესაში აღნიშნავენ, შესაძლოა, ფაჩულია მომავალ მატჩში „გოლდენ სტეიტთან“ მოედანზე გავიდეს.
ლოს ანჯელესში გამართულ მატჩს ფაჩულიამ თვალი ტრიბუნიდან ადევნა, სადაც ის „დალას მავერიკსის“ და კიდევ ბევრი კომპანიისა თუ კორპორაციის მფლობელ მარკ კუბანთან ერთად იჯდა. ფაჩულიას გარეშე კი „დალასი“ თვს მძიმედ გრძნობს. „მავერიკსმა“ 2 დღის წინ ჰიუსტონში წააგო, დღეს კი ლოს ანჯელესში ბეწვის ხიდზე გაიარა. „ლეიკერსი“ ბოლო წამებამდე მოგების რეალურ შანსს ინარჩუნებდა. ბოლო წამებზე, როცა ანგარიში 90:90 იყო, ლეიკერსელებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს და დირკ ნოვიცკიმ საფინალო სირენამდე 2 წამით ადრე გამარჯვების ბურთი ჩააგდო – 92:90.

ზაზას მაგივრად სასტარტო ხუთეულში კვლავ ტუნისელი სალაჰ მეჯრი გახლდათ, რომელმაც 23 წუთში 9 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. 18 ქულით ბომბარდირი გახდა ჯეიჯეი ბარეა, ხოლო ჩენდლერ პერსონსმა 17 დააგროვა. დირკ ნოვიცკის ანგარიშზე 13 ქულა და 6 ქულა დაგროვდა.
26 მოგებითა და 21 მარცხით დალასელები დასავლეთ კონფერენციაში ისევ მე-6 ადგილზე არიან. მომდევნო ჯახი ფაჩულიას გუნდს 28 იანვარს ოკლენდში, ლიგის უპირიბო ლიდერ „გოლდენ სტეიტთან“ ელის.