ლუქსემბურგი საბრძოლველად ჩამოვიდა

ლუქსემბურგი საბრძოლველად ჩამოვიდა

წუხელ, ღამის სამ საათზე, თბილისში ლუქსემბურგის ნაკრები ჩამოფრინდა. მწვრთნელ დაგ მარტის გუნდი კაცნაკლული გვესტუმრა. ბოლო მომენტში ტრავმა მიიღო კრისტიან შარცმა და მისი სამარქაფო ლუქსემბურგელებს არ აღმოაჩნდათ.
„საქათველოში გაახალგაზრდავებული შემადგენლობით ჩამოვედით – აღნიშნა ლუქსემბურგელთა თავკაცმა დაგ მარტიმ – იმ შემადგენლობიდან, რომელიც წინა საკვალიფიკაციო ტურნირისას ჩამოვიდა საქართველოში, 5–6 კაცია მხოლოდ. დანარჩენები ახალგაზრდები არიან. ჩვენთან თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. ვიცი, რომ საქართველო ჯგუფიდან გასვლის კანდიდატია და ჩვენთან მხოლოდ მოგებას გეგმავს, თუმცა ვაცხადებ, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და შევეცდებით, მაქსიმუმ შედეგს მივაღწიოთ“.
სულ კი ლუქსემბურგელები 14–კაციანი დელეგაციით ჩამოვიდნენ და სასტუმრო ”GMT-kapan”-ში დაბინავდნენ. ლუქსემბურგელები დღეს 17 საათზე და ხვალ დილას ივარჯიშებენ სპორტის სასახლეში, ხოლო ხვალ საღამოს 19 საათზე მათ A დივიზიონისთვის შემართული საქართველოს ნაკრების წინააღმდეგობის საკუთარ თავზე გამოცდა მოუწევს.
აი, ლუქსემბურგელების შემადგენლობაც:
 
4 ტომ შუმახერი
5 პიტ კოსტერი
6 რაულ ბირენბაუმი
7 ლორენტ შვარცი
8 ერიკ იეტცი
9 ემანუელ დელგადო
11 საშა თილი
12 ლუკ კარტეისერი
13 სემი პიცარდი
14 მარტინ რანიაკი
15 პეტერ რანიაკი
 
მთავარი მწვრთნელი – დაგ მარტი
ასისტენტი – კარლო ახტენი
 

ლუქსემბურგელები აეროპორტში
 

 

 

ლუქსემბურგელები სასტუმროში