21 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრიპის ჩემპიონატის დივიზიონის საკვალიფიკაციო შეხვედრებს განაახლებს. კენ შილდსის გუნდი გასვლაზე ლუქსემბურგს შეხვდება.ჩვენი მეტოქის შემადგენლობაში სიახლეა – ლუქსემბურგის კალათბურთის ფედერაციამ გუნდში დააბრუნა გამოცდილი ცენტრი ელვინ ჯოუნსი, რომელიც პერსონალურად საქართველოს ნაკრების ლიდერის,ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ ითამაშებს.ლუქსემბურგმა საქართველოსთან შეხვედრამდე ბოლო საკონტროლო მატჩი ჩაატარა და გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “რონდორფთან” 66:69 დამარცხდა.
ლუქსემბურგის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
კრისტიან შარცი (შტეინსელი), ფელიქს ჰოფმანი (დუდელანჟი), ტომ შუმახერი (დუდელანჟი), სემი პიკარდი (პიკესი), ტომ შმიტცი (კონტერნი), კრისტიან ვეისენი (მესი), პეტერ რანიაკი (ხიხონი, ესპანეთი)მ პიტ კოსტენი (სოლუვრი), იარ დელგადო (ეტელბრიუკი), ნელსონ დელგადო (ეტელბრიუკი), მარტინ რანიაკი (ანჟერი, საფრანგეთი), ელვინ ჯოუნსი (ცსკა, ბულგარეთი), ჟან მარკ მელხიორი (ჩრდილო დასავლეთის უნივერსიტეტი, NCAA).