მაიკლ დიქსონის 11 ქულა აეკ-ის მე-7 გამარჯვება საბერძნეთში

მაიკლ დიქსონის 11 ქულა აეკ-ის მე-7 გამარჯვება საბერძნეთში

მაიკლ დიქსონის აეკ-მა საბერძნეთს ჩემპიონატში მორიგი მატჩი მოიგო და ასპროცენტიანი მაჩვენებლით პირველ ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის გუნდი 7 ტურის შემდეგ დაუმარცხებლად ლიდერობს. გასულ ტურში ათენელებმა „პრომეთეოსი“ შინ 76:60 დაამარცხეს.
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანზე 21:02 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 3 მოხსნა, 5 პასი, 1 დაფარება და 2 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 6-დან 4 ორქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო, 6 სამქულიანი ააცილა, ბურთი არ დაუკარგავს, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
მომდევნო ტურში აეკ-ს სერიოზული გამოცდა ელის: დიქსონის გუნდი პირეოსში „ოლიმპიაკოსს“ ეთამაშება, რომელსაც 6-დან 6 გამარჯვება აქვს და მეორე ადგილზეა. ეს პრინციპული მატჩში 26 ნოემბერს გაიმართება.