მაიკლ დიქსონის 18-ქულიანი დებიუტი სტრასბურში

მაიკლ დიქსონის 18-ქულიანი დებიუტი სტრასბურში

ახალ კლუბში დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულ ამერიკელ უკანახაზელ მაიკლ დიქსონს. მაიკლი ბერძნული აეკ-იდან ფრანგულ „სტრასბურში“ გადაბარგდა და 22 სექტემბერს საფრანგეთის უმაღლესი ლიგის (PRO A) პირველ ტურშიც ითამაშა.

დიქსონის დებიუტი ჩინებული გამოვიდა, მისი კლუბის კი – არა. სტრასბური სტუმრად ეთამაშა „ანტიბს“ და 57:79 დამარცხდა, დიქსონი კი საკუთარიგუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო. დიქსონი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მაიკლმა 9-დან 6 ორქულიანი, 7-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 5-ჯერ დაირღვა.
მომდევნო ტურში „სტრასბური“ კვლავ სტუმრად – ამჯერად „ლევალუასთან“ ითამაშებს.