მაიკლ დიქსონის შედეგიანი თამაშის მიუხედავად, ათენის აეკ-მა ევროპის ჩემპიონთა ლიგის მორიგი ტურის მატჩი წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშის გუნდი პოლონეთში „ზიელონა გორას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში – 3 ქულის სხვაობით – 75:78 დამარცხდა.
მაიკლი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და თითქმის შეუცვლელად – 35:40 წუთს ითამაშა, რა დროშიც 22 ქულა, 2 მოხსნა და 5 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 5-ვე ორქულიანი და 8-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, საჯარიმო ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.დიქსონის მქონე კალათბურთელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთაგან მხოლოდ ხორვატ როკო-ლენი უკიჩს (25) ჩამორჩა, რომელმაც 16 ქულას 6 მოხსნა, 9 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება წაამატა. ბერძნულ კლუბს 4 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და ტურის სხვა მატჩების დასრულებამდე, E ჯგუფში მე-2 ადგილს ინარჩუნებს. აეკ-ი ჩემპიონთა ლიგაში მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებს, როდესაც უნგრეთში აუტსაიდერ “შოლნოკს” შეხვდება.