მაიკლ დიქსონის 29 ქულა და გამარჯვება უნგრეთში

მაიკლ დიქსონის 29 ქულა და გამარჯვება უნგრეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა აეკ-ში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. საგზაო ინციდენტის გამო ის მცირე ხნით აკლდა აეკ-ს და დაბრუნების შემდეგ პირველივე მატჩში გაიბრწყინა.

ბერძნულმა კლუბმა უნგრეთში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „შოლნოკს“ 89:76 სძლია, დიქსონი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მაიკლმა 37:16 წუთს ითამაშა და 29 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მაიკლმა 6-დან 2 ორქულიანი, საჯარიმო და რაც ყველაზე საინტერესოა, 12-დან 8 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ამერიკელი უკანახაზელის მოედანზე ყოფნის პერიოდში სტუმრებმა მასპინძლებზე 16 ქულით მეტი ჩააგდეს და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 30 გახლდათ.
5 მოგებით და 3 მარცხით აეკ-ი სტამბოლის ბეშიქთაშის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მე-2 ადგილზეა. მორიგი მატჩი ათენელებს 14 დეკემბერს, შინ ბელგიურ „შარლერუასთან“ ელის.