მაიკლ დიქსონის აეკ-ი “პანათინაიკოსთან” ნახევარფინალურ სერიაში დამარცხდა

მაიკლ დიქსონის აეკ-ი “პანათინაიკოსთან” ნახევარფინალურ სერიაში დამარცხდა

მაიკლ დიქსონმა სეზონი დაასრულა. მისმა აეკ-მა საბერძნეთის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერია 1:3 წააგო.საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელის გუნდი გაცილებით სახელოვან თანაქალაქელ “პანათინაიკოსს” უპირისპირდებოდა, ამდენად, აღნიშნული შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.აეკ-მა სერიის მე-4 შეხვედრა შინ გამართა, სადაც პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა, ამჯერად კი, სტუმრებს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 67:105 წააგო.
დიქსონმა მოედანზე 19:13 წუთი გაატარა და 8 ქულა. 1 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა. მაიკლმა 7-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2-ჯერ დაუფარეს, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.ამგვარად, დიქსონმა საკლუბო სეზონი დაასრულა, ახლა დაახლოებით ორ თვეს დაისვენებს, ივლისის მე-2 ნახევრიდან კი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და 2017 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას დაიწყებს.