„მაკაბისთვის“ სეზონი დასრულდა. ეს გუნდი რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ისვენებს და თუ გავითვალისწინებთ, რომ „მაკაბი“ ბოლო ადგილზეა და პლეი ოფში ვერ გადის, მისთვის სეზონი დამთავრებულია.
ხუხაშვილის გუნდისთვისთვის ეს სეზონი ძალიან წარუმატებელი გამოდგა. მაკაბელებმა ერთი თამაშის მოგებაც ვერ მოახერხეს, 16–დან თექვსმეტივე შეხვედრა წააგეს და ჩემპიონატს უსახელოდ ასრელებენ. გუშინ ხუხაშვილის გუნდმა მორიგი ალიყური იწვნია, თუმცა მეტოქედ სუპერლიგის ერთპიროვნული და დაუმარცხებელი ლიდერი „ენერჯი–ინვესტი“ ჰყავდა და წარმატების იმედი არ უნდა ჰქონოდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ მაკაბელებმა მიმდინარე ჩემპიონატში უდიდესი სხვაობით წააგეს – 83 ქულით ამ სეზონში ჯერ არც ერტი გუნდი არ დამარცხებულა.თან რუსთაველებმა ამ გამარჯვების მოპოვება თითქმის მეორე შემადგენლობით მოახერხეს. ქვემოქართლელთა ლიდერი კოტე ტუღუში სულაც ისვენებდა, ხოლო ხუთეულის დანარჩენ წევრტაგან 14 წუთზე მეტი არავის უთამაშია. რუსტაველთა თავკაცმა დავით უსტიაშვილმა ძირითადად ახალგაზრდები დატვირთა და მათაც თავი არ შეირცხვინეს – ჩემპიონატის აუტსაიდერს სულ იოლად მოუთავეს საქმე. თავი გამოიჩინა 17 წლის აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 28 წუთში 23 ქულა და 18 მოხსნა მოაგროვა.თამაშს აზრი ტავიდანვე დაეკარგა, რადგან მასპინძლებმა უდიდესი ლიდერობა მყისვე მოიპოვეს და დარჩენილ დროში უპირატესობას გამუდმებით ზრდიდნენ. საბოლოოდ „ენერჯიმ“ 132:49 მოუგო „მაკაბის“ და ხუხაშვილის გუნდს, როგორც თავში ვთქვით, სეზონი ანტირეკორდით დაასრულებინადღეს გაიმართა სუპერლიგის მე–17 ტურის მეორე მატჩიც, რომელსაც ბათუმმა უმასპინძლა. ამ შეხვედრის შესახებ მოგვითხრობს ჩვენი ბათუმური კორესპონდენტი დავით ქაჯაია:
როგორც სატურნირო ვითარებიდან ჩანდა, “ბათუმი” – “დინამოს” დაპირისპირება სანახაობრივი უნდა ყოფილიყო. ეს გუნდები ცხრილში გვერდიგვერდ არიან და საინტერესო ორთაბრძოლის მოლოდინში ბათუმის სპორტსკოლაში საკმაოდ ბევრი გულშემატკივარი მოვიდა. სინამდვილეში კი ისე გამოვიდა, რომ პირველ ტაიმში ერთი გუნდი თამაშობდა, შესვენების შემდეგ კი – მეორე …
თამაში ორმხრივი შეტევებით და შედეგიანი სროლებით დაიწყო. პირველი მეოთხედის ბოლოსკენ ბათუმელებმა მცირე უპირატესობა მოიპოვეს, რაც მათი კაპიტნის, ლაშა კეშელავას დამსახურება იყო. ის პერიმეტრიდანაც სახიფათო იყო დინამოელებისთვის და ფარქვეშა ბრძოლებშიც გამოირჩეოდა. კეშელავას მხარს კარგად უბამდნენ მამუკა ბოლქვაძე და ტარიელ თავართქილაძე. პირველი მეოთხედი ბათუმელებმა 22:16 მოიგეს, ხოლო მეორე ათწუთეულში მათ ხელ–ფეხი კიდევ უფრო გაეხსნათ და კალათბურთს მონატრებული ბათუმელი მაყურებელიც აღტაცებაში მოჰყავდათ. პირველი ტაიმი მასპინძელთა გამარჯვებით – 48:35 დამრთავდა .ალბათ ცოტა თუ იფიქრებდა, რომ მეორე ტაიმში ეს უპირატესობა ბათუმელებს ხელიდან წაუვიდოდათ და პირველ ნახევარში უღიმღამოდ მოთამაშე თბილისელები თამაშს შემოატრიალებდნენ. სწორედ ასე მოხდა. სულ სხვა გუნდი იყო „დინამო“ დიდი შესვენების მერე: უფრო გააზრებული პასები, სწრაფი შეტევები, სროლების მაღალი შედეგიანობა და რაც მთავარია, დაცვაში შესანიშნავი თამაში … შედეგად, ბათუმელები დაიბნენ და სწორედ აქ მოხდა გარდატეხა. მასპინძელთა ჩავარდნა ძირითადად განპირობებული იყო “მოკლე სატადარიგოთა სკამით”. მათმა სასტარტო ხუთეულმა თითქმის შეუცვლელად ითამაშა მთელი მატჩი. დინამოელთაგან გამოირჩეოდა ირაკლი სორდია, რომლის შორეულმა სროლებმაც წელში გატეხეს მასპინძლები. მესამე მეოთხედი სტუმრებმა დიდი უპირატესობით – 21:6 მოიგეს, თუმც გადამწყვეტი ათწუთეულის წინ თამაშს ინტრიგა მაინც შერჩენოდა.ბათუმელი მაყურებელი ამაოდ ელოდა თავისიანთა გამოცოცხლებას და დარჩენილ დროში განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა. თბილისელთა უპირატესობა საგრძნობი იყო და მათ შეხვედრა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს – 92:65 გაიმარჯვეს.