მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანეს მშენებლობაში კალათბურთის ფედერაციაც ერთვება

მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანეს მშენებლობაში კალათბურთის ფედერაციაც ერთვება

“მახათას მთაზე, თბილისში, შენდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ისტორიაში: ყოველი ქართველი, როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში… წმიდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი”.
ეს სიტყვები ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,  მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს  ილია II-ს.
მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის მშენებლობამ მთელი საქართველო გააერთიანა. მშენებლობაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს. საქართელოს კალათურთის ეროვნულ ფედერაციაში იმყოფებოდნენ საზოგადოება „ივერიისას“ წარმომადგენლები, რომლებიც ფედერაციის წევრებს აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და ის ანკეტები დაურიგეს, რომლის შევსების შემდეგაც თითოეული ადამიანი მახათას მთის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის თანამონაწილე გახდება. 
საქართველოს კალათურთის ფედერაცია აღნიშნულ პროექტში ერთვება. თქვენც შემოგვიერთდით…