მაკფადენის 21 ქულა და ანდრონიკაშვილის 45 წამი გრან კანარიასთან მოგებულ მატჩში

მაკფადენის 21 ქულა და ანდრონიკაშვილის 45 წამი გრან კანარიასთან მოგებულ მატჩში

ესპანეთში გადასულ რატი ანდრონიკასვილს თამაში თითქმის აღარ უწევს. ლიგა ენდესას მორიგ მატჩში “მურსიას” მთავარმა მწვრთნელმა ახალგაზრდა ქართველი მხოლოდ 45 წამით ათამაშა. მეორეს მხრივ, გუნდის ერთ-ერთი ლიდერია საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი უკანახაზელი თად მაკფადენი, რომელმაც მურსიელებს გრან კანარიას 99:85 დამარცხებაში დიდად დაეხმარა.

მაკფადემა  23:58 წუთი ითამაშა და თავი 21 ქულას, 2 მოხსნას და 4 პასს მოუყარა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 3-დან ერთი ორქულიანი, 7-დან 5 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მურსიამ მხოლოდ მეორე მეოთხედი წააგო, დარჩენილ მეოთხედებში კი მეტოქეს მარტივად აჯობა.

ქართველების გუნდი ჩემპიონატში 12 ქულით მე-10 ადგილზეა. მურსიას მომდევნო მეტოქე ჩემპიონატში უნიკახა იქნება, რომელიც მესამე ადგილზეა.