მაკფადენის 6 სამქულიანი ბურგოსში წაგებულ შეხვედრაში

მაკფადენის 6 სამქულიანი ბურგოსში წაგებულ შეხვედრაში

საქართველოში გამომგზავრებამდე, თედ მაკფადენმა დადებითი განწყობა შეიქმნა მართალია, მისი “იბეროსტარი” ბურგოსში “სან პაბლოსთან” დამარცხდა, თუმცა ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი თავის გუნდში ბომბარდირი გახდა. შეხვედრა მასპინძლებმა 79:68 მოიგეს.

მაკფადენი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 29:25 წუთში 3-დან 1 ორქულიანი და 13-დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

ტენერიფელებს 6 მოგება და 4 მარცხი მოუგროვდათ და მე-5 ადგილზე იმყოფებიან, მომდევნო შეხვედრას კი 9 დეკემბერს, ისევ სტუმრად, “ბარსელონასთან” გამართავენ.