საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი ლეგიონერის, თედ მაკფადენის “ტენერიფე იბეროსტარმა” ფიბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და ცხადია, პლეი ოფშიც გავიდა.
რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურში ტენერიფელები საბერძნეთში პაოკს-ს ესტუმრნენ და 85:77 დაამარცხეს. მაკფადენი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:28 წუთში 2 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ამერიკელმა უკანახაზელმა მხოლოდ 2 საჯარიმო გამოიყენა, 4 ორქულიანი და 2 სამქულიანი კი ააცილა და პასივში 3 პერსონალური ფოლიც ჰქონდა.
ტენერიფელებმა B ჯგუფში 14 მატჩიდან 12 მოიგეს და უახლოეს კონკურენტ – იტალიური “უმანა რეიერ ვენეციას” 2 გამარჯვებით გაუსწრეს.
მაკფადენის გუნდის მერვედფინალური მეტოქე მერვედფინალში მოგვიანებით გაირკვევა. მერვედფინალში გუნდები თითო მატჩს საკუთარ მოედანზე გამართავენ და გამარჯვებულიც 2 მატჩის ჯამში გამოვლინდება.