მაკფადენმა ბარსელონასთან წაგებულ მატჩში 14 ქულა მოაგროვა

მაკფადენმა ბარსელონასთან წაგებულ მატჩში 14 ქულა მოაგროვა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა წევრმა თად მაკფადენმა “ბარსელონას” პირველ ტაიმში 14 ქულა ჩაუგდო, თუმცა მისი “ტენერიფე იბეროსტარი” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთან მაინც დამარცხდა – 73:77.

მეორე ნახევარში მაკფადენმა ბურთი ვეღარ ჩააგდო და შეხვედრა 14 ქულით დაასრულა. სასტარტო ხუთეულში მყოფმა ამერიკელმა უკანახაზელმა 31 წუთი ითამაშა და 2-დან 1 ორქულიანი და 11-დან 4 სამიანი ჩააგდო. 14 ქულასთან ერთად მაკფადენს 5 პასი, 2 ჩაჭრა და 1 მოხსნა ჰქონდა. 

6 მოგებითა და 5 მარცხით “იბეროსტარი” ცხრილში მე-5 ადგილზეა და შემდეგ ტურში, 15 დეკემბერს, თორნიკე შენგელიას “ბასკონიას” უმასპინძლებს.