მამუკელაშვილის 8 ქულა, 9 მოხსნა და მოგება ჰავაისთან

მამუკელაშვილის 8 ქულა, 9 მოხსნა და მოგება ჰავაისთან

სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” ამერიკის სტუდენტურ ლიგაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. “მეკობრეებმა” “ჰავაი რეინბოუს” უმასპინძლებს და 64:54 სძლიეს, რაშიც ქართველი ფორვარდის წილი საკმაოდ მნიშვნელოვანია.

მამუკელაშვილი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი მიითვალა. სანდრომ 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, ბურთი კი 2-ჯერ დაკარგა.

3 მოგებითა და 2 მარცხით “სეტონ ჰოლი” “ბიგ ისტის” დივიზიონში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა. ქართველი ლეგიონერის გუნდს მომდევნო მატჩი 25 ნოემბერს “მაიამისთან” ელის.