სანდრო მამუკელაშვილის “სეტონ ჰოლმა” “ბატლრ ბულდოგსი” სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში 90:87 დაამარცხა და 3-დან 3 მოგეებით “ბიგ ისთის” კონფერნციაში 1998-99 წლების სეზონის შემდეგ პირველად გალიდერდა. “სეტონ ჰოლ პირატსი” ჩინებულ სეზონს ატარებს და სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი უძლიერესი კონფერნციის მოგების უმთავრესი კანდიდატია.
აღნიშნულ კონფერენციაში ასპარეზობს სტუდენტური ლიგის მრავალგზისა და ბოლოს 2016 წლის ჩემპიონი “ვილანოვა”, რომელსაც “ბიგ ისთის” კონფერენციაში 3 მატჩიდან 1 წაგება აქვს და ისიც “ბატლერთან”, რომელიც გუშინ მამუკელაშვილის გუნდმა დაამარცხა.
მართალია, ქართველმა ლეეგიონერმა მხოლოდ 1 წუთი ითამაშა და სტატისტიკური მონაგარი არ ჰქონია, თუმცა ამ გუნდში ყოფნა ქართვლი კალათბურთელის სამომავლო კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია. სანდრო 18 წლისაა, ხოლო “სეტონ ჰოლის” ლიდერები 21-22 წლის ჩამოყალიბებული კალათბურთელები არიან, რომლებიც ამ სეზონის ბოლოს უნივერსიტეტთან ერთად სტუდენტურ ლიგაში ასპარეზობასაც დაასრულებენ და გზას მომდევნო თაობებს გაუხსნიან.
მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე “მეკობრეები” 54:65 აგებდნენ “ბულდოგებთან”, მაგრამ ხადინ კარინგტონის (29 ქულა), ეინჯელ დელგადოსა (28 ქულა) და დეიზი როდრიგესის (19) შედეგიანობით მასპინძლებს ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გამოჰგლიჯეს.
10-გუნდიან “ბიგ ისთის” კონფეერენციას 3-დან 3 მოგებით “სეტონ ჰოლ პირატსი” ლიდერობს. 3 მოგება და 1 მარცხი აქვთ “ქსავიერს” და “კრეიტონს”. მომდევნო მატჩს მამუკელაშვილის გუნდი 10 იანვარს, სტუმრად “მარკეტთან” (2 მოგება, 2 მარცხი) ჩაატარებს.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატი 2 წრედ ტარდება, რის შემდეგაც საუკეთესო 8 გუნდი პლეი ოფში დაწყვილდება. ანუ თითოეული გუნდი რეგულარულში ითამაშებს 18 მატჩს, თითოეულ მეტოქესთა შინ და სტუმრად. რეგულარული ჩემპიონატის მომგები გუნდი პლეი ოფში მერვეადგილოსანს შეხვდება, მეორე – მეშვიდეს, მესამე – მეექვსეს და მეოთხე – მეხუთეს. პლეი ოფის მატჩები ერთ ქალაქში გაიმართება და თითოეული რაუნდი იქნება ერთმატჩიანი. კონფერენციის გამარჯვებაული, ასევე იმ მომენტისთვის რეიტინგში მაღალ პოზიციებზე მყოფი გუნდები გადაინაცვლებენ “მარტის სიგიჟედ” წოდებულ ფინალურ ჩემპიონატში, რომელშიც მთელი სტუდენტური ლიგის საუკეთესო 64 გუნდი იასპარეზებს და სადაც მხოლოდ ერთმატჩიანი საპლეიოფო სერიები იქნება.