მამუკელაშვილმა გრანდ კანიონთან მოგებულ მატჩში 5 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა

მამუკელაშვილმა გრანდ კანიონთან მოგებულ მატჩში 5 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა

ამერიკის სტუდენტურ ლიგაში მორიგი მატჩი გამართა სანდრო მამუკელაშივლის “ეტონ ჰოლმა”, რომელმაც “გრანდ კანიოონს” უმასპინძლა და 82:75 დაამარცხა. 

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 26 წუთში 5 ქულა, 8 მოხსნა, 1 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
სანდრომ 3-დან 2 ორქულიანი დ 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. შეხვედრის გმირი მაილს პაუელი გახდა, რომელმაც “სეთონ ჰოლს” 40 ქულა შესძინა.

“სეტონ ჰოლს” 2 მოგება და 2 მარცხი აქვს და 10-გუნდიან “ბიგ ისტის” კონფერენციაში მე-9 ადგილი უკავია. მამუკელაშვილის გუნდი შემდეგ მატჩს  24 ნოემბერს, შინ “ჰავაი რეინბოუსთან” გამართავს.