მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა

მანუჩარ მარკოიშვილი მოედანს ევროლიგის მატჩში დაუბრუნდა

სამმატჩიანი იძულებითი შესვენების შემდეგ მოედანს დაუბრუნდა მანუჩარ მარკოიშვილი. მოსკოვის ცსკა-ს ქართველ ლეგიონერს ტრავმა აწუხებდა და ამის გამო მოუწია უქმობა.
მარკოიშვილი მოედანს ევროლიგის მატჩში, „ეფესის“ წინააღმდეგ დაუბრუნდა და ფიცარნაგზე 9 წუთი დაჰყო. ქართველმა ლეგიონერმა, რომელიც ოპტიმალურ ფორმაში არაა, 2 სამქულიანი ააცილა და შეხვედრა თითო მოხსნა, ჩაჭრა და პასით დაასრულა. არმიელებმა შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში – 88:83 მოიგეს.
სკა-მ F ჯგუფში 8 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და მე-2 ადგილზე იმყოფება. 19 მარტს მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები მალაგას “უნიკახას” ესტუმრებიან.