მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-ს დაშორდა

მანუჩარ მარკოიშვილი ცსკა-ს დაშორდა

მოსკოვის ცსკა-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი არმიულ კლუბს დაშორდა. გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იქნა მიღებული. ქართველი კალათბურთელი მოსკოვური გრანდის ხელმძღვანელობას შეხვდა, რის შემდეგაც მოთამაშისა და კლუბის გზები გაიყო.
ცსკა-ს ოფიციალურ ვებ-გვერდისთვის გაკეთებულ კომენტარში მარკოიშვილმა განაცხადა: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ხელმძღვანელობასა და სამწვრთნელო შტაბს, რათა შესაძლებლობა მომცეს ევროპის საუკეთესო კალათბურთელების გვერდით მეთამაშა და საუკეთესო ორგანიზაციის ნაწილი გავმხდარიყავი. მხოლოდ ერთი რამით ვარ იმედგაცრუებული, ევროლიგის მოგება ვერ შევძელით. მადლობას ვუხდი თითოეულ გულშემატკივარსა და ადამიანს, რომლებიც მეხმარებოდნენ”.
მოსკოვური კლუბის პრეზიდენტმა, ანდრეი ვაუტინმა კი შემდეგი კომენტარი გააკეთა:
„მანუსთან დაშორების ერთადერთი მიზეზი ის გახლდათ, რომ წინა და უკანა ხაზს შორის ბალანსი შეგვენარჩუნებინა ისე, რომ ლეგიონერთა ლიმიტშიც ჩავმჯდარიყავით. რაც შეეხება სათამაშო ასპექსტ, მანუჩრმა სრულიად გაამართლა ჩვენი იმედები და ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ გასული წლის დასაწყისში ის გუნდში ავიყვანეთ. მანუჩარმა თავი წარმოაჩინა როგორც შესანიშნავმა პიროვნებამ და ძალიან მებრძოლმა მოთამაშემ. ის პატიოსანი, ზრდილობიანი, სამაგალითო სპორტსმენია, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალი და ძალიან მოწყენით გვიწევს მასთან დამშვიდობება. სამწუხაროა, რომ თბილისში მოსკოვის ცსკა-ს სტუმრობა მის გარეშე ჩაივლის. მანუჩარს დიდ მადლობას ვეუბნები და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს“.
 
მანუჩარმა ცსკა-ში 42 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10-ჯერ სასტარტო ხუთეულში გახლდათ. ის საშუალოდ 15 წუთს თამაშობდა და 5,7 ქულას, ,9 მოხსნას, 1,1 პასს და 0,7 ჩაჭრას აგროვებდა.