სამწუხაროდ, მანუჩარ მარკოიშვილმა და მისმა “კიევმა” ორივე გასვლითი შეხვედრა დათმეს “აზოვმაშთან” და სერია 1:3 წააგეს.
მესამე მატჩი “აზოვმაშმა” საკუთარ მოედანზე ჩაატარა და 67:65 მოიგო, ხოლო მარკოიშვილმა კი ვერცერთი ქულის დაგროვება ვერ მოახერხა. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 18 წუთში თამაშიდან ექვსივე სროლა გააფუჭა და მატჩი 1 მოხსნითა და 3 პერსონალური შენიშვნით დაასრულა.
ორივე გუნდის შემადგენლობაში გამოირჩა “კიევის” კაპიტანი არტურ დროზდოვი, რომელმაც 24 ქულა დააგროვა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ
მეოთხე შეხვედრაში მარკოიშვილი გაცილებით უკეთ თამაშობდა და საბოლოოდ, თავის გუნდს 9 ქულით (3 ზუსტი შორეული ტყორცნა), 4 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით შეეწია. მანუჩარმა აღნიშნული შეხვედრაც 3 პერსონალური შენიშვნით ჩაამთავრა.
“კიევის” შემადგენლობაში ამჯერადაც დროზდოვი გამოირჩა, რომელმაც გუნდს 21 ქულა შესძინა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ