მანუჩარ მარკოიშვილმა “ენისეისთან” მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა

მანუჩარ მარკოიშვილმა “ენისეისთან” მატჩი ტრავმის გამო ვერ ჩაამთავრა

სამწუხარო ამბავი მოსკოვიდან. მანუჩარ მარკოიშვილმა თამაშისას ფეხი ამოიბრუნა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოსკოვის ცსკა-ს ქართველ ლეგიონერს ექიმები დიაგნოზს დაუსვამენ და შემდეგ გაირკვევა, თუ რა სახის დაზიანება აქვს მარკოიშვილს.
მანუჩარმა ტრავმა ვითიბი ლიგის მატჩზე, კრასნიარსკის „ენისეისთან“ მიიღო. ქართველი ლეგიონერი სათადარიგო იყო და მოედანზე მატჩის მე-8 წუთზე გამოვიდა. 3:38 წუთში მარკოიშვილმა ფეხი გადაიბრუნა და მოედნიდან გაიყვანეს. სანამ ტრავმას მიიღებდა, მანუჩარმა თითო პასი და ჩაჭრა მიითვალა, 1 ორიანი კი ააცილა და 2 ჯარიმა მიიღო.
ცსკა-მ 92:79 დაამარცხა „ენისეი“. მოსკოველები მომდევნო მატჩს ევროლიგაში, 23 ოქტომბერს თელ ავივის „მაკაბისთან“ გამართავენ.

ტრავმამდე 2 წუთით ადრე