მანუჩარ მარკოიშვილმა “კანტუს” მოაგებინა

მანუჩარ მარკოიშვილმა “კანტუს” მოაგებინა

 
             იტალიის სერია A
 
მანუჩარ მარკოიშვილმა სერია A–ში ერთ–ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა „კატუმ” სტუმრად “ფერარას” 84:72 სძლია, ქართველი კალათბურთელი კი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
მარკოიშვილმა სტუმართა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27 წუთში 18 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, მისმა გუნდმა კი 11 ტურში მე-7 გამარჯვება იზეიმა და მე-4 პოზიციას უწია.
წააგო იტალიაში მოთამაშე მეორე ქართველის გუნდმა. ვიქტორ სანიკიძის “ვირტუსმა”, რომელიც ბენეტონის “ტრევიზოსთან” საშინაო მატჩის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში გახლდათ, ბოლო წუთებზე მოახერხა მეტოქესთან წამოწევა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა 78:80.
სანიკიძე ბოლონიელთა სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 21 წუთში კი 9 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა მოაგროვა. “ვიკამ” 3-ვე ორქულიანი და 1 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი მიზანს მიღმა სტყორცნა. “ვირტუსი” 6 მოგებითა და 5 მარცხით მე-9 პოზიციაზეა.
 
ესპანური პრიმერადივიზიონი            
 
ჩინებულად ითამაშა ტაირონ ელისმა, რომლის “კახასოლმაც” თორნიკე შენგელიას “ვალენსია” 82:53 გაანადგურა და 8 მოგებით მე-5 პოზიციას უწია. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა 18 წუთს ითამაშა და სევილიელებს 12 ქულა შესძინა. ელისმა 5-დან 3 სამქულიანი და 3-ვე ჯარიმა ჩააგდო, ორქულიანი კი ააცილა. შენგელია სტუმართა განაცხადში არ ყოფილა.