მანუჩარ მარკოიშვილმა სტამბოლში შეკრებაზე მყოფი მოჭიდავეები მოინახულა

მანუჩარ მარკოიშვილმა სტამბოლში შეკრებაზე მყოფი მოჭიდავეები მოინახულა

თურქეთში შეკრებაზე მყოფი ქართველი მოჭიდავეები სტამბოლის „დარუშაფაკას“ ქართველმა ლეგიონერმა, მანუჩარ მარკოიშვილმა მოინახულა. აღნიშნულ ინფორმაციას და მარკოიშვილის მოჭიდავეებთან გადაღებულ ფოტოს ჭიდაობის ფედერაციის ვებ-გვერდი ავრცელებს.
ბერძნულ-რომაუნული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრები თურქეთში იმყოფება და მომავალი მნიშვნელოვანი ტურნირებისთვის ემზადება. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების უკანახაზელი კი თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის ღირსებას იცავს და თანამემამულე სპორტსმენების სტამბოლში მონახულების შანსი ხელიდან არ გაუშვა.