ესპანეთის პრიმერადივიზიონის პირველ ტურში ორი ქართულპასპორტიანი ამერიკელი – ტორინ გრინისა და მარკიზ ჰაინსის „გრან კანარია“ სტუმრად „უნიკახასთან“ თამაშობდა. სამწუხაროდ, კანარიელებმა 68:85 წააგეს, თუმცა საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა თავი გამოიჩინეს.
წაგებული „გრან კანარიის“ შემადგენლობიდან საუკეთესო შედეგი მარკიზ ჰაინსმა აჩვენა, რომელიც სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 26,28 წუთში თავისიანთაგან საუკეთესო იყო. ჰაინსმა 6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შესაბამისად, მარკიზმა კანარიელთაგან უმეტესი – 15 ქულა მიითვალა, 4 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრაც მოაყოლა და კუნძულელთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მის შემდეგ საუკეთესო ტორინ გრინი იყო, რომელმაც 13 წუთში 10 ქულა მოაგროვა. გრინისა და ჰაინსის გარდა კანარიელთაგან 10-ქულიანი ზღვარი ვერავინ დაძლია.
მეორე ტურში, 12 ოქტომბერს, „გრან კანარია“ „კახა ლაბორალს“ უმასპინძლებს.
მარკიზ ჰაინსი “უნიკახას” ფარს უტევს