მარკიზ ჰეინსი ბომბარდირია, მისი “გრან კანარია” – აუტსაიდერი

მარკიზ ჰეინსი ბომბარდირია, მისი “გრან კანარია” – აუტსაიდერი

ესპანეთის პრიმერადივიზიონში საკუთარი გუნდის შემადგენლობაში კვლავ გამოირჩა მარკიზ ჰეინსი, თუმცა საქართველოს ნაკრების წევრის გარჯამ ვერაფერი არგო მის გუნდ „გრან კანარიას“, რომელიც სტუმრად ბრძოლაში, თუმცა მაინც დამარცხდა. კუნძულელები ალიკანტეში ადგილობრივ გუნდს შეხვდნენ და 55:58 წააგეს.
 
 
 
ჰეინსიც სასტარტო ხუთეულში იყო და მეორე ქართულპასპორტიანი ამერიკელი ტორინ გრინიც. 25,32 წუთში ჰეინსმა 14 ქულა, 1 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მან 5–დან 1 ორქულიანი და 7–დან 4 სამიანი მიითვალა. რაც შეეხება გრინს, მან მოედანზე 13,28 წუთი დაჰყო და მხოლოდ 3 ქულას გამორჩა. მას ამ ბურთის ჩასაგდებად 5 შორეული ცდა დასჭირდა. მის პასივს უნდა მივაწეროთ ასევე 6 დაკარგული ბურთი.
 
ამ მარცხის შემდეგ კანარიელები პრიმერადივიზიონის ფსკერზე დაიძირნენ. მათ ანგარიშზე 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგებაა. მომდევნო შეხვედრას „გრან კანარია“ 13 ნოემბერს შინ „ბილბაოსთან“ გამართავს.