საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი წევრი მარკიზ ჰეინსი პრიმერადივიზიონიში წარმატებულ თამაშს განაგრძნობს. დღეს გამართულ მორიგი ტურის მატჩში მარკიზმა 20 ქულა მოაგროვა, თუმცა ამით თავის გუნდს ვერაფერი უშველა: „გრან კანარია“ გასვლაზე „კახა ლაბორალთან“ 67:71 დამარცხდა.
შეხვედრა დაძაბული გამოდგა. კანარიელები მოგების შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლებმა გამარჯვების მოპოვება მოახერხეს. ჰეინსი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე გატარებულ 35 წუთში 20 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ქართულპასპორტიანმა ამერიკელმა 6-დან 3 ორქულიანი, 8-დან 4 სამიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. ჰეინსი ბომბარდირი ჯკი გახდა, მაგრამ მას საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით თანაგუნდელმა მიქაელ ბრამოსმა აჯობა.
7 მოგებითა და 12 მარცხით „გრან კანარია“ ცხრილში კვლავ მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კუნძულელები 11 თებერვალს შინ, „ალიკანტესთან“ გამართავენ.