მარკოიშვილი და სანიკიძე მემორიალში ერთმანეთს ასცდნენ

იტალიაში დაიწყო  პირაცის მემორიალის სახელით ცნობილი ოთხთა ტურნირი, რომელშიც 2 ქართველი მონაწილეობს – კანტუელი მანჩარ მარკოიშვილი და ვირტუსელი ვიქტორ სანიკიძე.
ქართველთა გუნდები ნახევარფინალში ერთმანეთს ასცდნენ და ისინი ასევე ვერც მომდევნო მატჩებში შეხვდებიან ერთმანეთს, რადგან მატჩები განსხვავებული შედეგით დაასრულეს.
ნახევარფინალში მანუჩარ მარკოიშვილის “კანტუ” “ვარეზეს” დაუპირისპირდა და ქართველი კალათბურთელის კარგი თამაშის მიუხედავად, 76:80 წააგო.
დებიუტში მარკოიშვილისა და ლეუნენის აქტიურობით კანტუელები იგებდნენ, თუმცა უპირატესობა ხელთ ვარეზელებმა იგდეს და მეორე მეოთხედში 27:18 დაწინაურდნენ.
ამის შემდეგ მარკოიშვილის გუნდი კარგა ხანს მდევრის როლში იყო, დასკვნითი მეოთხედის წინ კი დაწინაურება მოახერხა. მარკოიშვილმა ზედ სირენის წინ ზუსტი ორქულიანი სტყორცნა და ანგარიში 58:54 გახდა “კანტუს” სასარგებლოდ.
 

მანუჩარ მარკოიშვილი
 
ბოლო მეოთხედში თანაბარი თამაში გაჩაღდა, გადამწყვეტ წუთებზე კი მთავარ პროლში ისევ მანუჩარი ვიხილეთ. მარკოიშვილმა ანგარიში 75:75 გახადა, ხოლო საფინალო სირენამდე 13 წამით ადრე კი, როდესაც “ვარეზე” 78:75-ს იგებდა, ჩვენებურმა კიდევ ერთხელ ბურთის ჩაგდება, თუმცა, ამჯერად არაზუსტად და „კანტუ” წასაგებად გაიწირა.
საბოლოოდ, მანუჩარმა 11 ქულა მიითვალა, რაც მისი იტალიურ კლუბში გადაბარგების შემდეგ, საუკეთესო
დღეს მარკოიშვილის კლუბი მე-3 ადგილისთვის მატჩში მილანურ  “არმანი ჯინსს“ ეთამაშება, რომელიც ვიქტორ სანიკიძის “ვირტუს ბოლონიასთან” 77:83 დამარცხდა.
სანიკიძემ მილანელებს 9 ქულა ჩაუგდო და თავისიანების გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წილი დაიდო.  “ვირტუსისა” და “ვარეზეს” ფინალური შეხვედრა დღეს გაიმართება.