მარკოიშვილი “ევროჩელენჯს” დაემშვიდობა

 მანუჩარ მარკოიშვილი და მისი “ბკ კიევი” ფიბა ევროჩელენჯის ტურნირს ღირსეულ ბრძოლაში დაემშვიდობა. მეოთხედფინალური სერიის მესამე, გადამწყვეტ მატჩში კიეველებმა ფრანგულ “შოლეს” სტუმრად დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, თუმცა ბოლოს მაინც წააგეს სერია 1:2 დათმეს.
შეხვედრა ძირითადად თამაბარ ბრძოლაში წარიმართა, საბოლოოდ კი “შოლემ” 80:74 იმარჯვა და მარკოიშვილის გუნდს ნახევარფინალისკენ გზა გადაუღობა.
მარკოიშვილმა მოედანზე 35 წუთი დაჰყო და უკრაინულ გუნდს 15 ქულა, 7 პასი და 2 ჩაჭრა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ორქულიანი და 6-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 საჯარიმო კი გააცუდა.
“ბკ კიევის” რიგებში საუკეთესო არტურ დროზდოვმა 26 ქულა მიითვალა, ხოლო “შოლეს” ლიდერი ბეაბუა 24 ქულას გამორჩა. 
ევროჩელენჯის ოთხთა ფინალში “შოლე” რუსულ “ტრიუმფს” ეთამაშება, იტალიური “ვირტუსი” კი კვიპროსულ “აელს” გაეჯიბრება.
 

მანუჩარ მარკოიშვილი