მარკოიშვილი ევროლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში

მარკოიშვილი ევროლიგის ტურის სიმბოლურ ხუთეულში

მანუჩარ მარკოიშვილი ევროლიგის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა. გასულ ტურში ქართველმა უკანახაზელმა თელ ავივში „მაკაბის“ 22 ქულა ჩაუგდო და თავის „დარუშაფაკას“ გამარჯვებაში დიდი დახმარება გაუწია. მანუჩარმა 30:51 წუთში 22 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. მანუმ 5-დან 4 ორქულიანი, 7-დან 3 სამქულიანი და 8-დან 5 საჯარიმო ჩააგდო.
მარკოიშვილის გარდა, სიმბოლურ ხუთეულში ედვინ ჯეკსონი (“უნიკახა”), სტეფან იოვიჩი (“ცრვენა ზვეზდა”), ლუის კემპბელი (“სტრასბურგი”) და ნობელ ბუნგო-კოლოც (“ლიმოჟი”) მოხვდნენ.
მომდევნო მატჩს მარკოიშვილი იტალიაში „დინამო სასარის“ წინააღმდეგ გამართავს.