უკრაინულ ვებ–პორტალებზე გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მანუჩარ მარკოიშვილმა თავის კლუბთან, იტალიურ „კანტუსთან“ 2–წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის, რომ კანტუელებს სურთ ქალთველი ლეგიონერის შენარჩუნება, არცაა მოულოდნელი, მანუჩარი ხომ გუნდის ერთ–ერთი ლიდერი იყო და „კანტუს“ ნახევარფინალში გასვლაში დიდად დაეხმარა, თუმცა კონტრაქტი ჯერ ოფიციალურად არ გადორმებულა.
„ვიცი, უკრაინელებმა დაწერეს, რომ „კანტუსთან“ ორწლიანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ჯერ ოფიციალურად არაფრისთვის ხელი არ მომიწერია. ჩენს გუნდს სურს, რომ დავრჩე და ახალი კონტრაქტის დეტალებიც შეთანხმებული გვაქვს. რამდენიმე დღეში ფაქსით მივიღებს კონტრაქტს და ხელსაც მოვაწერ“ – გვითხრა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც საქართველოში იმყოფება და სანაკრებო შეკრების წინ სეზონის მანძილზე გადაღლილ კუნთებს ასვენებს. მარკოიშვილი ნაკრების დანარჩენ წევრებთან ერთად 1 ივლისს ავსტრიის მყუდრო ქალაქ შტაინბრუნში სამწვრთნელო შეკრებაზე უნდა იყოს.