სერია A
მანუჩარ მარკოიშვილის „კანტუმ“ მეოთხედფინალური სერიის მეორე შინაური მატჩიც მოუგო ვიქტორ სანიკიძის „კანადიან სოლარს“ და 2:0 დაწინარუდა. ახლა სერია ბოლონიაში გადაინაცვლებს სანიკიძის გუნდი შეეცდება, საკუთარ მოედანზე ორივე მატჩი მოიგოს და ნახევარფინალში გასვლის შანსი რეალური გახადოს.
წუხელ გამართული მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოვიდა. პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა ათქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა სანიკიძის გუნდმა მესამე მეოთხედის ბოლოს ანგარიში 4 ქულამდე შეამცირა. ბოლო მეოთხედში კანტუელებმა მაინც იძალეს და 74:68 იმარჯვეს.
მანუჩარ მარკოიშვილი
ორივე ქართველი სასტარტო შემადგენლობაში იყო. მარკოიშვილს არ გაუმართლა – ის მხოლოდ 14 წუთს ათამაშა მწვრთნელმა და მანუჩარმა 4 ქულა და 2 მოხსნა მიითვალა. სანიკიძემ გაცილებით შედეგიანად ითამაშა და ალბათ უკეთესადაც გაირჯებოდა, 5 პერსონალურის გამო მოედანი ნაადრევად რომ არ დაეტოვებინა.
სანიკიძემ 6 ახლო სროლიდან 6–ივე ჩააგდო, ხოლო 2 სამიანი ააცილა და მოედანი 12 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასით და 2–2 ჩაჭრა–დაფარებით დაასრულა.
სერიის მომდევნო მატჩი 24 მაისს ბოლონიაში გაიმართება.
პოლონეთის ჩემპიონატი
პოლონეთის ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის იბრძვის ტრავმირებული გიორგი ცინცაძის „სოპოტი“. პირველ მატჩში სოპოტელები „პოლფარმასთან“ 85:95 წააგეს და სერიაში 0:1 ჩამორჩნენ. ცინცაძეს, ისევე როგორც არც ერთ ნახევარფინალურ მატჩში, არც ამჯერად უთამაშია.