მარკოიშვილის 10 ქულა და საშინაო მარცხი “ფენერბაჰჩესთან”

მარკოიშვილის 10 ქულა და საშინაო მარცხი “ფენერბაჰჩესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკამ“ ევროლიგის ტოპ-16-ში ისევ წააგო. 4 ტურის თავზე სტამბოლელებმა მე-4 დამარცხება განიცადეს და ამჯერად თანაქალაქელ „ფენერბაჰჩესთან“. შეხვედრა ევროპული კალათბურთისთვის არადამახასიათებელი ქულუხვობით აღინიშნა და „ფენერბაჩეს“ გამარჯვებით – 106:100 დასრულდა.
ქართველმა უკანახაზელმა „დარუშაფაკას“ სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 23:11 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 4-დან 2 ორქულიანი და 6-დან 2 სამიანი ჩააგდო. მანუჩარის ანგარიშზე საბოლოოდ 10 ქულა და 1 პასი დაგროვდა. მარკოიშვილი 4-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი 1-ხელ დაკარგა. დარუშაფაკელთაგან 22 ქულით საუკეთესო იყო ამერიკელი ლიუკ ჰარანგოდი, 17 ქულა კი ენდერ არსლანმა მიითვალა.
მოგების გარეშე მყოფი „დარუშაფაკა“ 8-გუნდიან A ჯგუფშ ბოლო ადგილზეა. მომდევნო მატჩს მარკიშვილის გუნდი 29 იანვარს, ათენში „პანათინაიკოსთან“ გამართავს.