მარკოიშვილის 11 ქულა და გამარჯვება “კონიასფორთან”

მარკოიშვილის 11 ქულა და გამარჯვება “კონიასფორთან”

თურქეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა მანუჩარ მარკოიშვილის გუნდმა. „დარუშაფაკამ“ „კონიასფორს“ უმასპინძლა და საკმაოდ იოლად – 90:63 დაამარცხა.
მარკოიშვილმა 17:46 წუთი ითამაშა და 11 ქულით, 3 მოხსნით, 1 პასთ და 1 ჩაჭრით დაასრულა. მანუჩარმა 5-დან 3 სამქულიანი და 1-დან 1 ორიანი ჩააგდო. ქართველ კალათბურთელზე მეტი დარუშაფაკელთაგან მხოლოდ ლიუკ ჰარანგოდიმ (15 ქულა) და ენდერ არსლანმა (12) ჩააგდეს.
13 მოგებითა და 8 მარცხითსტამბოლელები „ბანვითთან“ ერთად 4-5 ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩი მარკოიშვილის გუნდს 19 მარტს, სტუმრად „გალათასარაისთან“ ელის.