მარკოიშვილის 11 ქულა ვითიბი ლიგის მატჩში

მარკოიშვილის 11 ქულა ვითიბი ლიგის მატჩში

ევროლიგის ოთხთა ფინალში გასვლის შემდეგ მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა ვითიბი ლიგაზე გადაერთო და ამ ტურნირის რეგულარული ჩემპიონატი დაასრულა. მოსკოველებმა ბოლო ტურის მატჩი შინ სარატოვის „ავტოდორთან“ 104:107 წააგეს, თუმცა პირველ ადგილზე მაინც გავიდნენ.
მოსკოველები ბოლო მეოთხედის წინ 12 ქულით იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი პერიოდი სტუმრებმა დიდებულად ჩაატარეს, 38:23 იმარჯვეს და ცსკა-ს მისსავე მოედანზე მარცხი აგემეს. მანუჩარ მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 22 წუთი გაატარა. ქართველმა მსროლელმა 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 1 ამიანი ჩააგდო. 11 ქულასთან ერთად მანუჩარმა 4 მოხსნა და თითო ჩაჭრა-პასი მიითვალა.
მეოთხედფინალურ სერიაში ცსკა ყაზახურ „ასტანას“ შეხვდებიან. სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება, პირველი მატჩი 2 მაისს მოსკოვშია დანიშნული.