მარკოიშვილის 13 ქულა და მორიგი გამარჯვება “ბუიუქჩეკმეჩესთან”

მარკოიშვილის 13 ქულა და მორიგი გამარჯვება “ბუიუქჩეკმეჩესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის შედეგიანი მატჩი თურქეთის ჩემპიონატში. „დარუთაფაკას“ ქართველმა უკანახაზელმა მორიგი ტურის მატჩში სტუმრად „ბუიუქჩეკმეჩეს“ 13 ქულა ჩაუგდო და თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო. სტამბოლელებმა 70:63 იმარჯვეს და დაკარგული ქულებით ცხრილში მე-4 ადგიზე გადაინაცვლეს.

მარკოიშვილმა 22:20 წუთი ითამაშა და სტამბოლელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ლეგიონერმა 4-დან 3 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რითაც თავი 13 ქულას მოუყარა. ამასთან ერთად მანუჩარს 3 მოხსნა და 1 პასი დაუგროვდა. მარკოიშვილის მსგავსად 13-13 ქულა მოიპოვეს დარუშაფაკელთა წამყვანმა მოთამაშეებმა – სემიჰ ერდენმა და სკოტ ვილბეკინმა.
16 მოგებითა და 9 მარცხით დარუშაფაკა მე-5 ადგილზეა, თუმც 1 მატჩით და 1 ქულით ნაკლები აქვს წინ მყოფსა და მეოთხეადგილოსან „ბანვითზე“. მომდევნო მატჩს მარკოიშვილის გუნდი 11 აპრილს, შინ „ქარშუაქასთან“ გამართავს.