სეონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა მანუჩარ მარკოიშვილმა. ქართველ უკანახაზელს ბევრად შედეგიანი მატჩიც ჰქონია, თუმცა გასულ შეხვედრაში მისმა “რეჯიო ემილიამ” იტალიის სერია “ა”-ს ლიდერი “სიგადას აველინო” დაამარცხა და ამაში მარკოიშვილის წვლილი სოლიდურია.
მანუჩარის გუნდმა ლიგის ლიდერს რეჯიო ემილიაში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 89:86 აჯობა. ქართველი ლეგიონერი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 პასი მოაგროვა. მარკოიშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. “რეჯიო ემილიაში” მანუჩართან ერთად გამოირჩნენ: იტალიის ნაკრების წევრი ამადეო დელა ვალე (19 ქულა), ჯეიმს ვაითი (13) და ჯულიან რაიტი (13).
“რეჯიო ემილიამ” 6 მოგება და 10 მარცხი მოაგროვა და მე-11 ადგილზე გადაინაცვლა, შემდეგი შეხვედრა კი 27 იანვარს, სტუმრად, “პეზაროსთან” ელის.