მანუჩარ მარკოიშვილი ბრწყინვალე თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც აგრძელებს. ევროლიგის გასულ ტურში მადრიდის „რეალისთვის“ 23 ქულის ჩაგდების შემდეგ ქართველმა უკანახაზელმა სერია „ა“–ს მორიგ ტურში „კანტუს“ „ბიელასთან“ ულიდერა. მარკოიშვილის გუნდმა მეტოქე 85:62 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მატჩის ერთ–ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო.
საქართველოს ნაკრების წევრი კანტუელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 31 წუთი გაატარა. მარკოიშვილმა 6–დან 2 ორქულიანი, 7–დან 3 სამიანი და 4–დან 4 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მთლიანობაში 17 ქულა შეადგინა. ამასთან ერთად მანუჩარმა 4 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა, 1 პერსონალური მიიღო და მეტოქეები მასზე 5–ჯერ დაჯარიმდნენ.
მარკოიშვილის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 14 შეადგინა, რაც მაარტენ ლუნენისა და ჯონათან ტაბუსა შემდეგ გუნდში მესამე შედეგი გახლდათ. 4 წაგების მქონე „კანტუსთვის“ ეს მე–7 გამარჯვება იყო, რაც სერია „ა“–ს ცხრილში მეოთხე ადგილის ტოფასია. ამ ტურის მატჩს ვიქტორ სანიკიძის „სიენა“ 10 დეკემბერს გამართავს, რომელიც „ვანოლის“ დაუპირისპირდება.