მარკოიშვილის 17-ქულიანი წარმოდგენა ევროთასზე

მარკოიშვილის 17-ქულიანი წარმოდგენა ევროთასზე

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში წამოსვლამდე ბოლოსწინა მატჩი გამართა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელიც თავის გუნდს ევროთასზე მორიგი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ტურნირის მე-6 ტურში რეჯიოემილიელებმა პოდგორიცას “ბუდუჩნოსტს” უმასპინძლეს და 77:71 დაამარცხეს. მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში გახლდათ და 31:58 წუთში 17 ქულა, 5 მოხსნა (2 შეტევაში), 2 პასი და 1 დაფარება მოაგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 3 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ერთხელ დაუფარეს, 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

“რეჯიო ემილია” სამ-სამი მოგება-წაგებით B ჯგუფში მეორე-მეოთხე ადგილებს იყოფს, მომდევნო შეხვედრას კი 6 დეკემბერს, სტამბულში “გალათასარაისთან” ჩაატარებს.