მანუჩარ მარკოიშვიმა მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. იტალიის ჩემპიონატის მორგი ტურში ქართველი კალათბურთელებით გაძლიერებული „კანტუ“ სტუმრად „კასერტას“ შეხვდა და დიდი ჯაფის გარეშე – 75:58 მოიგო. ქართველმა უკანახაზელმა 18 ქულა დააგროვა, რაც „კანტუს“ შემადგენლობაში მეორე საუკეთესო შედეგი გახლდათ. 20 ქულით, 11 მოხსნითა და 3 პასით საუკეთესო ამერიკელი გამთამაშებელი დორონ პერკინსი გახდა.
მარკოიშვილი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა მან მოედანზე საკმაოდ ბევრი – 31 წუთი გაატარა. მანუჩარმა 12 ორქულიანიდან 6 გამოიყენა, რასაც 3 ცდაში ჩაგდებული 2 სამიანი მოაყოლა და მთლიანობაში, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 18 ქულა მოაგროვა. მარკოიშვილმა 3 მოხსნა, 2 პასი და თითო ჩაჭრა–დაფარებაც მიითვალა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.
მარკოიშვილისგან განსხვავებით, კანტუელთა სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა გიორგი შერმადინი, თუმცა, 25 წუთში 7-დან მხოლოდ 2 ორქულიანი გამოიყენა და 4 ქულას, 4 მოხსნას, 1 დაფარებას, 1 ჩაჭრასა და 1 პასს დასჯერდა. ქართველმა ცენტრმა 2 შეცდომა დაუშვა და 4-ჯერ დაჯარიმდა.
გარღვევაზეა მანუჩარ მარკოიშვილი
ამ გამარჯვების შემდეგ „კანტუმ“ მეორე აგილზე გადაინაცვლა და ამ პოზიციას ნიკა მეტრეველის „დინამო სასარისთან“ იყოფს, რომელმაც ამ ტურში სტუმრად „რომა“ დაძაბულ ბრძოლაშ – 72:68 დაამარცხა. სათადარიგო იყო და მოედანზე არ გასულა ქართველი ფორვარდი.
თავის გუნდში არ ითამაშა ვიქტორ სანიკიძემაც, თუმც ეს ტრავმის გამო იყო. „კანადიან სოლარის“ ქართველ ფორვარდს კოჭის ტრავმა აქვს და მოედანს 2 კვირაში დაუბრუნდება. მის არყოფნაში ბოლონიელებმა სინ „მონტეგრანარო“ დაამარცხეს – 77:72.
მომავალ უქმეებზე იტალიაში ყველა ვარკვლავის მატჩია, რომელშიც გიორგი შერმადინი ითამაშებს. მორიგი ტურის მატჩები კი 18 მარტს გაიმართება.