მარკოიშვილის 19 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდ “კანტუსთან”

მარკოიშვილის 19 ქულა და გამარჯვება ყოფილ გუნდ “კანტუსთან”

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის სერია “ა”-ს გასულ ტურში, თავის ყოფილ გუნდ “კანტუსთან” ჩაატარა. “რეჯიო ემილიამ” კანტუელებს უმასპინძლა და ქართველი ლეგიონერის შედეგიანობის წყალობით 86:80 დაამარცხა. 

სასტარტო ხუთეულში მყოფმა მარკოიშვილმა მოედანზე 30 წუთი გაატარა (ბოლო მეოთხედში შეუცვლელად გაისარჯა) და მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო. მანუჩარმა 19 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 6-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 7-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

5 მოგებითა და 8 მარცხით “რეჯიო ემილიამ”  სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 7 იანვარს, შინაურ არენაზე, “ბრინდისისთან” გამართავს.