მარკოიშვილის 3 ქულა და “დარუშაფაკას” მარცხი “ეფესთან”

მანუჩარ მარკოიშვილის „დარუშაფაკა“ თურქეთის ჩემპიონატში ლიდერთან დამარცხდა. დარუშაფაკელებმა „ეფესს“ უმასპინძლეს და 4 ქულის სხვაობით – 76:80 წააგეს.
მარკოიშვილმა 17:38 წუთი ითამაშა და შეხვედრა 3 ქულითა და 1 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ქართველმა ფორვარდმა 2 სამქულიანი ააცილა, ხოლო 2 ორიანიდან 1 ჩააგდო.
9 მოგებითა და 6 მარცხით „დარუშაფაკა“ თურქეთის ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა. მარკოიშვილის გუნდის მომავალი მეტოქე ისევ „ეფესი“ იქნება, ოღონდ ევროლიგაში. შეხვედრა 15 იანვარ გაიმართება.